[center]გავა დრო სადმე გადაგეყრები, თვალს-თვალში გაგიყრი და ამაყად გკითხავ გახსოვს ის დღე? შენ თავს ჩაღუნავ, კიდევ უფრო მოიხრები მხრებში და მარტო შენს გასაგონად ჩაილუღლუღებ კი მახსოვს!!! ცუდია... შენ წარმოიდგინე გამიხარდებოდა რო აღარ გხსომებოდა,. მაგრამ სულ გაფრთხილებდი წინასწარ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა... ვიცოდი დადგებოდა დღე როცა მოგენატრებოდი, ისევე სულის შემძვრელად როგორც ერთ დროს მე მენატრებოდი შენ კი არ გაღელვებდა!.... ვიცოდი , სწორედ მაშინ დაგიღლიდა სულს მონატრება როცა, ამას ჩემთვის აღარ ექნებოდა მნიშვნელობა... არც ამაში შევცდი ! ახდა ის რაც მუდამ მაწუხებდა შენზე ფიქრის დროს, წლები ველოდებოდი იმ წამს, რომ იგრძნობდი უჩემოდ ვერ გაძლებდი, თუმცა ის წლები ერთხელაც არ შეუწუხებიხარ ამ ფიქრს! შენ ხომ თავი სამყაროს დასაწყისი გეგონა!... დიდი დრო გავიდა, მეც ძალიან მტკივნეულად, თუმცა მაინც მოვახერხე შენი მივიწყება, ცხოვრებამ ახალ-ახალი მიზნებით და მისწრაფებებით საკმაოდ კარგად ჩაგანაცვლა. მეც მწვერვალების დასალაშქრად აღზევებულს ერთი აზრი მიტევდა ხოლმე ხშირად, იყავი თუ არა ბედნიერი?.. აი დღეს წლების მერე სრულიად შემთხვევით, ძალიან არაშესაფერის გარემოში, შევხვდით ერთმანეთს. არასოდეს მომიტყუებიხარ და არც ახლა ვიტყვი ტყუილს, სპეციალურად ჩაგხედე ასე დაჟინებით თვალებში, ვიცოდი კითხვაზე მაინც არ მიპასუხებდი, აი თვალები კი ყოველთვის ახერხებდნენ შენს გათქმას... იცი შემზარა იმან რაც მათში დავინახე, ერთადეთი რასაც არ ველოდი და რაც ისევ ისე ძველებურად მეტკინა, (თუმცა არ ვიცი რატო) იქ ისევ სევდით სავსე სიცარიელე ბუდობდა.... ის ის იყო დავემშვიდობეთ ერთმანეთს, და გზა განვაგრძეთ რომ გაუაზრებლად დაგიძახე, შემობრუნდი და ვიგრძენი წამიერად როგორ აგიციმციმდა თვალები... - საუკუნეა არ შევხვედრილვართ, წამო ცოტა თავისუფალი დრო მაქვს სადმე ყავა დავლიოთ, გავიხსენოთ ბავშობა!... - უსიტყვოდ ჩავსხედით მანქანაში... მენიუ არცერთისთვის არ შეცვლილა, მე ძლიერი ყავა,შენ ისევ ლუდი... საუბარს ჩემი მობილურის ზარი გვაწყვეტინებს, დაფეთებული ვეძებ ხელჩანთაში, ისევ წუწუნით სულ როგორ უნდა ვეძებდე ამ ტელეფონს, შენ ისევ ისე ეშმაკურად გეღიმება ამ ფრაზაზე... ეხლავე მოვალ მანდ დამელოდე , ვპასუხობ და მშვიდად ვთიშავ . ბოდიში, უნდა დაგტოვო გაკვეთილი გაუცდათ და უნდა წამოვიყვანო. სახეზე ღიმილი გეყინება,- რამდენი წლისაა? 7ის ღიმილით გპასუხობ... შენთვისაც დროა ვერ ხედავ ჭაღარა შეგერია, გიღიმი და ამ ღიმილით ხვდები ყველაფერს რასაც ძალიან ძალიან ბევრი წლები ვერცკი ამჩნევდი.... თუმცა რაღა დროს!..... მე შევძელი და მიგაწარსულე!!! (სამწუხაროდ თუ საბედნიერიდ), აი შენ კი გამამომავლე!!!.... სწორედ მაშინ როდესაც თამამად შემიძლია გითხრა სიტყვა, რაღადროს?!!!
|