შაბათი
2024-05-18
10:36 PM
 
B B C # [Q]!MeR /A/ PoT!
 
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | ფაილების კატალოგი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა
Block title
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

ეს იყო მაშინ...
2011-06-22, 9:15 PM
პატარობაში გამუდმებით უაზრო გამომეტყველების გოგოებს რომ ვხატავდი,ფიქრობდნენ რო ცოტა მეკლდა:D,მაგრამ გავიზარდე და აღმოვაჩინე ჩემში "არნახული”ხატვის ნიჭი:Dდაქალი მეუბნება :მხატვრებს ცოტა "დაქნეული”გაქვთო, მაგრამ მგონი სხვებისგან არაფრით გამოვირჩევი.ჩვეულებრივი გოგო ვარ.დავეთრევი სკოლაში.ჩემი დევიზია:NO BOYS,NO PROBLEMS…:Dშეყვარებული და ეგეთი მეტიჩრობები არასდროს მომწონდა.როცა ჩემი დაქალები love-s გამო ყრორინებენ,სიცილს ძლივს ვიკავებ,ვერ გამიგია რატო უნდა იტირო ბიჭის გამო?

…ჩვეულებრივი დღე გათენდა,სხვებისგან არაფრით გამორჩეული:სკოლა,გაკვეთილები,ხატვა.ხატვა,გაკვეთილები, სკოლა.სახლში რომ დავბრუნდი ვხეთქე და ხატვაზე გავქანდი.უზარმაზარ ტილოს ძლივს მივათრევდი.ერთმა ბავშვმა(2-3 წლის ინქებოდა)წიხლი გამომიქნია(არ ვიცი რატო,ნეტა მართლა ესეთი მჟავე როჟა მქონდა?)და ტილო გვარიანად გამიტალახიანა.დედამისი რომ არა თავზე გადავახევდი.მოკლედ უარესად ამჟავებული სახით მივაღწიე ხატვის კაბინეტამდე|-"სამუშაო გარემო” შევიქმენი და ხატვა დავიწყე.ამ დროს ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა ჩემს ირგვლივ.უეცრად აღმოვაჩინე,რომ კაბინეტში მარტო არ ვიყავი(ღმერთო რა იდიოტი ვარ)უკან მივიხედე და უცხო ბიჭი დავინახე,ალბათ ახალი მოსული იყო,თორემ აქამდე დამამახსოვრდებოდა.

-გამარჯობა-მივესალმე

-მგონი დაგვიანებული რეაქცია იყო-მითხრა ბიჭმა და გაიცინა

-ხო იცი, მხატვრებს ცოტა "დაქნეული” გვაქ-გავიმეორე ჩემი დაქალის ფრაზა და მეც გამეცინა

მან კი ისევ გაიღიმა

-რა გქვია?-მკითხა როცა შეამჩნია რომ გამოთაყვანებული ვუყურებდი

-ციალა!რა მერქმევა მარი,ეხლა ყოველ მეორეს ეგ სახელი ქვია როგორ ვერ გამოიცანი-ვითომ ძალიან მეწყინა,ისეთი გამომეტყველება მივიღე-შენ რა გქვია გიო ხომ არა?

სიცილს რომ მორჩა,მიპასუხა:

-არა სამწუხაროდ თქვენ ვერ გამოიცანით,კიდევ ერთხელ სცადეთ და იქნებ ბედმა გაგიღიმოთ

უცებ რაღაც იდიოტური გადაცემა გამახსენდა(ალბათ თქვენც):D

-აბა რა გქვია,სხვა რა შეიძლება გერქვას?

-კაი გიო მქვია,მაკვირვებ რა სწრაფად გამოიცანი-და გამიღიმა

ეს იყო ყველაზე ლამაზი ღიმილი,რაც კი ოდესმე მენახა

-ნუ ეხლაა..-შევიფერე

ამ დროს მასწავლებელი მოვიდა და ჩევნი საუბარიც დასრულდა.ხატვის დროს ვფიქრობდი…ისე ხალხთან ურთიერთობა ძალიან მიჭირს,მაგრამ გიოს ძალიან მალე შევეჩვიე,თითქოს საუკუნეა ვიცნობდი.როცა მეცადინეობა დასრულდა სახლში წავედი(სხვაგან სად წავიდოდი)

-"დაქნეულო” დამელოდე!-გავიგონე უკნიდან ხმა

-ძალიან გამიკვირდა ვინ გაბედავდა ამ სახელის ჩემთვის დაძახებას ქუჩაშიO.M.G.მივიხედე და გიო იყო,დებილივით იცინოდა,მე კი ხუმრობის ხასიათზე აღარ ვიყავი,რადგან მთელი ქუჩის გასაგონად გაამჟღავნა ჩემი ნამდვილი ვინაობა:Dეს ხუმრობით მართლა ნერვები მომიშალა,დამპალი..ხმა რომ არ გავეცი,მკითხა

-რა გჭირს.დამუნჯდი?

-გაიქეცი არავინ დაგინახოს,რომ დაქნეულს ელაპარაკები-ცოტა უხეშად გამომივიდა,ნეტა არ მეთქვა,სახეზე აშკარად ეტყობოდა,რომ ეწყინა.

-კაი ხო ვიხუმრე,ოღონდ მეორედ მთელი ქვეყნის წინაშე ეგ სახელი აღარ დამიძახო.მაშინვე გამხიარულდა

-ბოდიში,სულელურად გამომივიდა,უბრალოდ წეღან ისე მეგობრულად ვსაუბრობდით რო…

-კაი გავიარეთ.ისე რომელ სკოლაში სწავლობ?

-არ გეცოდინება,ყოველშემთხვევაში შენს სკოლაში არა

და მე მივხვდი,რომ ყოვლად უაზრო შეკითხვა დავსვი.|-(

-ისე კაი როჟა ჩანხარ-მითხრა წამიერი დუმილის შემდეგ

-შენც-გამეცინა

ამასობაში ჩემს სახლს მივუახლოვდი

-მიკლედ წავედი ეხა მე სასიამოვნო იყო შენი გაცნობა,იმედია კიდევ შეგხვდები

-ჩემთვისაც,შემხვდები აბა რაა,დღეიდან ყოველდღე მოგიწევს ჩემი ატანა

ზრდილობის გულისთვის გავიცინე(არადა სულ არ მეცინებოდა):Dმაგრამ როცა მის სახეს ვუყურებდი, სიფათზე მუდამ იდიოტური ღიმილი მეფინებოდა.რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა…მგონი მომწონდა.ეს ჩემთვის უცხო იყო,რადგან ლამის არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე ბიჭების წინააღმდეგ,როცა ჩემი დაქალების აცრემლებულ სახეებს ვხედავი.მეუცხოვა სიყვარული,მაგრამ ძალიან მომეწონა…

გიოს გარეშე ისევ დეპრესიულ გოგოდ ვიქეცი.ტელევიზორის საყურელად ჩამოვჯექი,მაგრამ გონებით სულ სხვაგან დავფრინავდი.სად ვიფრენდი ეხლა,გიოზე ვფიქრობდი…უეცრად ჩემი ყურედღება ტელევიზორში გამოჭედილმა სიტყვებმა მიიპყრო:”გჰაიღიმე და სამყაროც გაგიღიმებს” .მომეწონა ეს აზრი,ფანჯარასთან მივედი და დებილივით გავიღრიჭე(ვაიმე სადამდე მივიდა ჩემი სქმე) და რა მოხდა..წვიმამ

დაუშვა|-( უკვე გადაწყვეტილი მქონდა აღარასოდეს გამეღიმა,რომ უცებ გიო გამახსენდა და მაშინვე დავარღვიე პირობა.ახლა ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი და არა ჩემი "ღიმილის”ძალაზე.ხვალ ჩემს დავინჩის ვნახავ-მეთქიO.M.G.ისე ვიყავი ჩემს გრძნობებში ჩაკეტილი.რომ ერთი რაღაც გამომრჩა.მე რომ მომწონდა თუ მიყვარდა (ჯერ ვერ გავარკვიე)ის რაღას ფიქრობდა ჩემზე,იქნებ უბრალო მეგობრად მიმიჩნევდა?ამან ძალიან დამთრგუნა და ღიმილი ისევ "სიმჟავემ”შეცვალა სახეზე.ბოლოს გადავწყვიტე მეც მეგობრულად მოვქცეოდი და არა ისე როგორც ჩერჩეტ გოგოებს შეეფერებათ,როცა შეყვარებულები არიან.

მეორე დღეს ერთი სული მქონდა სკოლიდან გამოვქცეულიყავი,რომ მერე ხატვაზე წავსულიყავი.შევვარდი კაბინეტში და მარტო გიო შემრჩა ხელში.

-გამარჯობა-ყალბი გულგრილობითმივესალმე არადა თვალები სიხარულისგან მიციმციმებდა და იდიოტური ღიმილი….შოოკკ:D

როგორც კი გიომ დამინახა ტილო სადღაც შეტენა

-გაგიმარჯოს როგორ ხარ მარ?

-ძველებურად

-სახეზე რა გჭირს?

ოო შეამჩნია:|

-არაფერი ისეთი,რას ხატავ დღეს?რაღაც შეჩურთე აშკარად

-არა ეგ ისეთი არაფერია-ანერვიულდა გიო,მეც შევეშვი,რადგან ახლა დიდად არ მადარდებდა

უჩუმრად დავიკავე ჩემი ადგილი და განვაგრძე დაწყებული საქმე .ოოო არადა ერთი სული მქონდა როდის მკითხავდა ან იტყოდა რამეს.მაგრამ მე ხომ დავპირდი ჩემს თავს,რომ მას მხოლოდ მეგობრულად შევხედავდი?არ გამომდიოდა(ღიმილივით)

-მარ..

-რაა-ისე ვუთხარი თითქოს დიდი ხანია ამ მომენტს ველოდი

-შეიძლება რაღაც გაჩვენო,ოგონდ წინასწარ გაფრთხილებ ბევრი ვიწვალე და რომ გააფუჭო მე თვითონ მოგკლავ

მე ჯერ დავფიქრდი,რა უნდა ეჩვენებინა ესეთი

-ნუ ეხლა გააჩნია რას მაჩვენებ

-მარიიი-გაღიზიანდა(ვითომ)

-კარგი არ გავაფუჭებ

-მოიცა აქმდე გაფუჭება გქონდა გადაწყვეტილი?-გაოცდა

-ჯანდაბა,გიო მაჩვენე-გამეცინა

-კარგი…

უცებ იქიდან,სადაც წუთის წინ რაღაც შეტენა ,ტილო გამოიღო და ჩემკენ შემოატრიალა

პირდაფჩენილი ვუყურებდი.ჩემი პორტრეტი…მერე აცრემლებულმა შევხედე გიოს და ზედ შიმპანზესავით მივახტიი

-გიოოო-ვღრიალებდი

გიო იცინოდა

-მოიცა-მითხრა-ეს იმისთვის დავხატე,რომ რაღაცას მიმხვდარიყავი.თუ ჩემი სახელი გამოიცანი,არც ამის გაგება გაგიჭირდება.

იმ დროს თვინში მხოლოდ ერთმა აზრმა გამიელვა-ვუყვარდი…

-გიყვარვარ?-ეს ყველაზე იდიოტური კითხვა იყო,რაც კი ოდესმე დამესვა

-კიიი,მიკვირს ამდენ ხანს რომ ვერ მიხვდი

მე უფრო მაგრად მოვეხვიე.ნეტა რამდენ ხანს ვიდექით ასე?უცებ მასწავლებელი შემოვარდა და დასრულდა ჩევნი lovestory ,უფრო სწორად დაიწყო:Dჩვენ ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით.ახლა უკვე ორივეს სახეს ანათებდა იდიოტური ღიმილი და მე მიხაროდა…მიხაროდა რომ ერთად ვიყავით,ყველაფერს ავიტანდი,ჩემი დაქალებივითაც შევძლებდი ღრიალს თუ ის ჩემს გვერდით იქნებოდა…ყოველთვის….
კატეგორია: | დაამატა: chachi
ნანახია: 621 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024